ამის შესახებ ამერიკელმა შონ ო’მალიმ პირველად „იუთუბის“ საკუთარ არხზე ისაუბრა.
„ბრძოლის კვირამ შესანიშნავად ჩაიარა. წონის კლების პროცესიც იდეალურად მიმდინარეობდა, თავს კარგად ვგრძნობდი. გასამართლებელი მიზეზი არ მაქვს, მერაბ დვალიშვილი ჩემზე ძლიერი იყო და დამსახურებულად გაიმარჯვა. - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, მერაბ დვალიშვილი UFC-ის ჩემპიონი გახდა. დვალიშვილმა სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში ამერიკელი მოქმედი ჩემპიონი, შონ ო’მალი დაამარცხა.
ქართველი მებრძოლისთვის ეს ზედიზედ მე-11 გამარჯვებაა. ო’მალიმდე დვალიშვილმა UFC-ის სამი ყოფილი ჩემპიონი - ჟოზე ალდო, პიტერ იანი და ჰენრი სეხუდო დაამარცხა.