ამის შესახებ ინფორმაცია თეთრი სახლის საიტზეა განთავსებული.
თეთრი სახლის საიტზე არსებული ინფორმაციის თანახმად, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სენატს დასამტკიცებლად ზოგიერთ ქვეყანასა და საერთაშორისო ორგანიზაციაში ელჩის ამჟამად ვაკანტურ თანამდებობაზე დასამტკიცებელი კანდიდატების შესახებ დოკუმენტაცია გადაუგზავნა.
დონალდ ტრამპის მიერ სალვადორში, აზერბაიჯანში, კამბოჯაში, ეკვატორულ გვინეაში, მოლდოვაში, ინდონეზიაში, ბულგარეთში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ტრინიდად და ტობაგოში, პარაგვაიში, მონტენეგროში, კოლუმბიაში, ლიეტუვაში, ეგვიპტეში, ბრაზილიაში, ეკვადორში, გამბიაში, სიერა-ლეონეში, კენიაში და სერბეთში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატურების შესახებ ჯერ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში განიხილლავენ, მშემდეგ კი შედგება კენჭისყრა და სენატში არსებული რესპუბლიკელთა უმრავლესობის ფონზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატის უარყოფა ნაკლებად სავარაუდოა.
აზერბაიჯანში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 2024 წლის 3 დეკემბერს მარკ ლიბიმ ავადმყოფობის გამო გადადგომის შესახებ განაცხადა, მოლდოვაში კი ელჩის თანამდებობა ვაკანტურია 2024 წლის მაისიდან - კენტ ლოგსდონის მანდატის ვადის გასვლის დღიდან.
ლიეტუვის მედია იუწყება, რომ ლიეტუვის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩად წარდგენილი კიტ ნორეიკა არაა კადრის დიპლომატი და აღნიშნავს, რომ მეზობელ ქვეყნებში, ლატვიაში და ესტონეთში, ტრამპმა ელჩებად ასევე დიპლომატიური სამსახურში მუშაობის გამოცდილების არმქონე პირები - უძრავი ქონების ინვესტორი და ტრამპის საინაუგურაციო კამპანიისთვის 2 მილიონი დოლარი შემწირველი მელისა არჯიროსი და 1981 წელს დედასთან ერთად საბჭოთა ესტონეთიდან აშშ-ში ემიგრაციაში წასული რომან პიპკო, პროფესიით იურისტი - დანიშნა.




