საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფატზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ პირველ ივნისს, სენაკის მუნიციპალიტეტში ბრალდებულმა თოფიდან გასროლით მეგობარ ქალს ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 2 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დაგდენილ ვადაში მიმართავს. - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.









