ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელში UFC-ის ქართველ ჩემპიონს, მერაბ დვალიშვილს ქამრის მოპოვებას ულოცავს.
"გილოცავ ძმაო", - წერს ბერა.
შეგახსენებთ, მერაბ დვალიშვილი UFC-ის ჩემპიონი გახდა. დვალიშვილმა სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში ამერიკელი მოქმედი ჩემპიონი, შონ ო’მალი დაამარცხა.
ქართველი მებრძოლისთვის ეს ზედიზედ მე-11 გამარჯვებაა. ო’მალიმდე დვალიშვილმა UFC-ის სამი ყოფილი ჩემპიონი - ჟოზე ალდო, პიტერ იანი და ჰენრი სეხუდო დაამარცხა.