GE EN FR

სამართალი

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

1793301277

შემოსავლების სამსახური: საბაჟო გამშვებ პუნქტზე​ „სადახლო – საავტომობილოს“ მებაჟე ოფიცრებმა ორ კილოგრამამდე არადეკლარირებული ოქროს სხმულების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე – „სადახლო-საავტომობილო“, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს სხმულების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

1793297715

პაატა სალია: ჩვენი, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლის, ვალდებულებაა, მონაწილეობა მივიღოთ პროცედურებში, რასაც ითვალისწინებს სტრასბურგის სასამართლო

ჩვენი, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლის, ვალდებულებაა, ჩავერთოთ და მონაწილეობა მივიღოთ პროცედურებში, რასაც ითვალისწინებს სტრასბურგის სასამართლო, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, დავიცვათ სახელმწიფო​, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ განაცხადა.

1793294415

პენიტენციური სამსახური: ინფორმაცია, თითქოს გიორგი დავითაძის ადვოკატს ჩანაწერების გატანა აუკრძალეს, სიმართლეს არ შეესაბამება

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ადვოკატ დარეჯან სულაშვილს ლაითურის №1 პენიტენციური დაწესებულებიდან ჩანაწერების გატანა აუკრძალეს, სიცრუეა.

1793293661

პაატა სალია: დავით ფეიქრიშვილის საქმეზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, უფრო მეტი ვთქვა, იმედი მაქვს, ძალიან მალე ბევრი დეტალი გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი

დავით ფეიქრიშვილის საქმესთან დაკავშირებით ძალიან მალე ბევრი დეტალი გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ განაცხადა.

1793292045

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

1793281484

პროკურატურამ ძალადობით და იარაღის გამოყენებით ჯგუფური მოქმედების ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის, ასევე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი გამოძალვის და ძარცვის ფაქტზე 7 პირს ბრალი წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ძალადობით და იარაღის გამოყენებით ჯგუფური მოქმედების ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის, ასევე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი გამოძალვის და ძარცვის ფაქტზე შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა.

1793270228

სააპელაციო სასამართლომ სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებული "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძის პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეცვალა და გაათავისუფლა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა .

1793267117

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

1793264511

დავით კიკნაძე: ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ძარცვისა და გამოძალვის ბრალდებით 7 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ძარცვისა და გამოძალვის ბრალდებით, 7 პირი დააკავეს.  - ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით კიკნაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

1793262597

მარნეულის ერთ-ერთ მაღაზიაში ქალმა კაცი დაჭრა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

1793260731

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ახალი დირექტორი წარადგინა

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, რონი მესხმა, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახლად დანიშნული დირექტორი, ივანე მჭედლიშვილი წარუდგინა.

1793258574

რონი მესხმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახლად დანიშნული დირექტორი, აკაკი მაისურაძე წარუდგინა

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, რონი მესხმა, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახლად დანიშნული დირექტორი, აკაკი მაისურაძე წარუდგინა.

1793257087

პროკურატურამ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ სამ პირს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანის და კულტივირების ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.

1793199041

პროკურატურამ თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ადვოკატს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ადვოკატს ბრალდება წარუდგინა.

1793189503

მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ, ისინი საპატიმროს ნოემბერში დატოვებენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.

1793181600

სოფელ ლისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.

1793172484

შსს-ს გენინსპექციამ თაღლითობის ბრალდებით ადვოკატი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის ბრალდებით ადვოკატი დააკავეს.

1793172199

გიორგი გვარაკიძე: ტერორიზმის დაფინანსებისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე, პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად, სპეციალური მოწვევით, ბალკანეთის ქვეყნების გენერალური პროკურორების სამუშაო ფორუმში მონაწილეობს, სადაც სიტყვით გამოვიდა და ფორუმის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა საქართველოს პროკურატურის მიწვევისთვის.

1793095395

პაატა სალიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალი ხელმძღვანელი რამაზ თათარაშვილი სამსახურის თანამშრომლებს წარუდგინა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალი ხელმძღვანელი რამაზ თათარაშვილი სამსახურის თანამშრომლებს წარუდგინა.

1793093477

პროკურატურამ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ სამ პირს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე სამ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

1793089480

დააკავეს პირი, რომელმაც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე მაღაზიიდან 470 კოლოფი სიგარეტი მოიპარა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საცავში უკანონო შეღწევით არაერთგზის ჩადენილი ქურდობისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

1793086043

გიორგი გვარაკიძემ თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს გენერალურ პროკურორთან, მუჰსინ შენტურკთან შეხვედრა გამართა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ თურქეთის რესპუბლიკაში, ბალკანეთის ქვეყნების გენერალური პროკურორების სამუშაო ფორუმის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს გენერალურ პროკურორთან, მუჰსინ შენტურკთან შეხვედრა გამართა.

1793085719

თბილისში 4 930 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული  საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

1793085376

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

1793085140