GE EN FR

საზოგადოება

სუსი: სოფელ ბერშუეთთან რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის 31 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

1793531183

თინათინ ნიბლოშვილის ინიციატივით  ეროვნული ლიგის კლუბები "ვარდისფერი ოქტომბრის" კამპანიას შეუერთდნენ

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თინათინ ნიბლოშვილისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთობლივი ინიციატივით კრისტალბეთ ეროვნული ლიგის კლუბები „ვარდისფერი ოქტომბრის“ მსოფლიო კამპანიას შეუერთდნენ.

1793530016

ვარკეთილში და ვაზისუბანში გაზის მიწოდება 6400 აბონენტს დროებით შეუწყდება

"თბილისი ენერჯის" ინფორმციით, გაზსადენის რეკონსტრუქციის გამო ვარკეთილში და ვაზისუბანში გაზის მიწოდება 6400 აბონენტს დროებით შეუწყდება. 

1793528778

ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე 500 ფრთა კოლხური ხოხობი გაუშვეს

დაცულ ტერიტორიებზე სახეობების აღდგენისა და მათი პოპულაციების გაძლიერების მიზნით, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების რამდენიმე ლოკაციაზე 500 ფრთა კოლხური ხოხობი ველურ ბუნებაში გაუშვეს. ღონისძიება სახეობის ბუნებრივ არეალში აღდგენასა და გამრავლებას უწყობს ხელს.

1793458208

ნოდარ ბოკერიამ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

თბილისის მუნიციპალიტეტის მერვე მოწვევის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“  წევრმა ნოდარ ბოკერიამ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა. ნოდარ ბოკერიას საქმიანობა თბილისის საკრებულოში მოიცავს ორ ძირითად მიმართულებას: განათლებისა და კულტურის კომისიისა და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის მუშაობაში მონაწილეობას.

1793457349

შოთა ქევხიშვილმა წლიური საქმიანობის ანგარიში წარადგინა

თბილისის მუნიციპალიტეტის მერვე მოწვევის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა შოთა ქევხიშვილმა წლიური საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

1793456548

მსჯავრდებულებმა სპექტაკლი "დარისპანის გასაჭირი" კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე წარადგინეს

№16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულების მონაწილეობით კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლი „დარისპანის გასაჭირი“ გაიმართა. წარმოდგენა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით, საქართველოს კულტურის სამინისტროს სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ საგრანტო პროექტის ფარგლებში, ა(ა)იპ „ინოვაციური შემოქმედების ცენტრის“ მხარდაჭერით დაიდგა.

1793450242

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს თურქეთის ტყის ინჟინერთა პალატის დელეგაცია  ეწვია

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე თურქეთის ტყის ინჟინერთა პალატის (OMO) დელეგაციის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტყის პოლიტიკის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

1793444013

შავი ზღვის დაცვის კონვენციურმა სამმართველომ, 2026 წელს, 219 გემის ინსპექტირება განახორციელა

გარემოს დაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, 31 ოქტომბერი შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღეა. წყლის დაბინძურებისა და ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია.

1793432849

თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა წევრმა შალვა მაისურაძემ მოსახლეობას ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

თბილისის საკრებულოს ნაძალადევის მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა მაისურაძემ ადგილობრივ მოსახლეობას ერთწლიანი საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა 2025 წლის ნოემბრიდან დღემდე საკრებულოში განხილული მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ისაუბრა და სამაჟორიტარო ოლქში განხორციელებული პროექტები შეაჯამა.

1793428344

როგორი ამინდია მოსალოდნელი 31 ოქტომბერს საქართველოში

31 ოქტომბერს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +21 და ღამით +12 გრადუსია მოსალოდნელი.

1793426557

ლეილა კოლომიკოვმა 2025-2026 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა

თბილისის მუნიციპალიტეტის მერვე მოწვევის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“, სატრანსპორტო საკითხთა და გარემოს დაცვის კომისიების, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს წევრმა ლეილა კოლომიკოვმა 2025-2026 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

1793381460

ქეთევან ჭავჭანიძემ 2025-2026 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა

თბილისის მუნიციპალიტეტის VIII მოწვევის საკრებულოს უმრავლესობის, სახელდებისა და სიმბოლიკის, ასევე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური საკითხთა კომისიების წევრმა ქეთევან ჭავჭანიძემ  2025-2026 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.

1793381160

ბექა გელენავამ მოსახლეობას საქმიანობის ანგარიში გააცნო

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ზედა ვაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბექა გელენავამ მოსახლეობას 2025-2026 წლების საქმიანობის ანგარიში გააცნო. დეპუტატმა საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების, ასევე, სარევიზიო კომისიების  საქმიანობა მიმოიხილა, რის შემდეგაც ბექა გელენავამ მოსახლეობას მის სამაჟორიტარო ოლქში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო.

1793380920

ალექსანდრე ასათიანმა საკრებულოში ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

თბილისის საკრებულოს წევრმა, ცენტრალური ვაკის მაჟორიტარმა ალექსანდრე ასათიანმა 2025-2026 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა. მაჟორიტარმა საკრებულოში გაწეული საქმიანობა შეაჯამა და სამაჟორიტარო ოლქში მიმდინარე და დასრულებული პროექტები, ასევე მოსახლეობასთან შეხვედრების დროს გამოკვეთილი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა.

1793380620

„ჩემი პირველი ნერგის“ პროგრამის მეექვსე დღეს პირველკლასელებმა 1 000-მდე ნერგი დარგეს

„ჩემი პირველი ნერგის“ პროგრამის მეექვსე დღეს პირველკლასელებმა 1 000-მდე ნერგი დარგეს.

1793374170

ირინე წაქაძე მოსახლეობის დაბერების საკითხებზე აზია-წყნარი ოკეანის რეგიონულ კონფერენციაში მონაწილეობს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძე მოსახლეობის დაბერების საკითხებზე ჩინეთში, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონულ კონფერენციაში მონაწილეობს.

1793372674

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა სუთიაშვილმა, ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა

თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის  თავმჯდომარემ, განათლებისა და კულტურის კომისიისა და ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა შალვა სუთიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას 2025–2026 წლების საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

1793367547

მარიამ გრიგოლიშვილმა ერთწლიანი საქმიანობის ანგარიში წარადგინა

თბილისის მუნიციპალიტეტის VIII მოწვევის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა მარიამ გრიგოლიშვილმა 2025-2026 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.

1793366584

კახა ბერაძემ VIII მოწვევის საკრებულოში საქმიანობის შესახებ ანგარიში წარმოადგინა

დედაქალაქის VIII მოწვევის საკრებულოში საქმიანობის შესახებ ანგარიში, რომელიც 2025 წლის 2 ნოემბრიდან 2026 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდს მოიცავს, საკრებულოს წევრმა,  ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ, კახა ბერაძემ, წარადგინა.

1793365382

შალვა პერანიძემ მოსახლეობას 2025-2026 წლების საქმიანობის ანგარიში გააცნო

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, საბურთალოს მეოთხე ოლქის (დიდი დიღომი, სოფელი დიღომი, ვაშლიჯვარი) მაჟორიტარმა შალვა პერანიძემ მოსახლეობას 2025-2026 წლების საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. პრეზენტაციას, რომელიც დედაქალაქის საკრებულოში გაიმართა, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, პარლამენტის წევრი აკაკი ალადაშვილი და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდნენ.

1793358241

ევა გოცირიძე ლევან სამუშიას: ვფიქრობ, გარემოებები, რომ ერთი პარტია თანამშრომლობდა მეორესთან, ბრალდების ფაბულა კი არ არის, ერთიანობის დამადასტურებელ გარემოებად არის მოყვანილი, ბრალდება სხვაა და ეფუძნება ერთიანობას

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, ევა გოცირიძემ, "ლელოს" ერთ-ერთ ლიდერს, ლევან სამუშიას განუცხადა, რომ მოპასუხე მხარის მოსაზრებები კოალიციურ მთავრობასთან მიმართებით, არარელევანტურია. 

1793357227