შონ ო’მალი მერაბ დვალიშვილთან დამარცხებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და თავის გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა.
"ზედმეტი დაპირება, ნაკლები შესრულება. ბოდიში. მიყვარხართ", - წერს დამარცხებული მებრძოლი სოციალურ ქსელში.
ლას-ვეგასის „სფეროს" არენის UFC 306-ის ოქტაგონზე დასრულდა ორთაბრძოლა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის სუპერ მსუბუქი წონით (57-61 კგ) კატეგორიაში.
შერეული ორთაბრძოლის ქართველმა ოსტატმა მერაბ დვალიშვილმა სატიტულო შერკინებაში მსოფლიო ჩემპიონი, ამერიკელ შონ ო'მალი აშკარად დაჩაგრა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მას გამარჯვება მიენიჭა.