ბატონი, კახი 9 წელია გახდა თბილისის მერი, ყველა ჯერზე, როდესაც ის გახდა თბილისის მერი, ჰქონდა დაპირება მეტროს გაფართოების, ახალი სადგურების შესახებ - არცერთ წელიწადს, ახალი სადგურის დამატებაზე ერთი თეთრი არ გამოყოფილა , - ამის შესახებ პოლიტიკოსმა ნიკა ობოლაძემ გადაცემა "დებატებში" საუბრის დროს განაცხადა.

„თბილისში, დაახლოებით, მილიონ-ნახევარი ადამიანი ცხოვრობს და ბოლო 10 წელიწადში, მათთვის სიტყვა მშენებლობა გახდა ამბივალენტური. არაფერია იმაზე მშვენიერი სიტყვა, ვიდრე მშენებლობა, აღმშენებლობა, რამის გაკეთება, მაგრამ საქართველოში და თბილისში გვაქვს ორი ტიპის მშენებლობა - ერთი, ეს არის საჯარო მშენებლობა, სახალხო მშენებლობა ის, რაც ხალხის ფართო მასებს უნდა ხმარდებოდეს და მეორე არის დეველოპერების მშენებლობა.

ერთი არის მშენებლობა, რაც მოსახლეობის 95%-ს უნდა ხმარდებოდეს და მეორე არის მშენებლობა, სადაც მოგებას და უკეთეს ცხოვრებას ნახულობს არა ხალხი არამედ დეველოპერები.

დავიწყოთ იმით, რაც არ მოგვწონს - ბატონი კახი 9 წელია გახდა თბილისის მერი, ყველა ჯერზე, როდესაც ის გახდა თბილისის მერი, ჰქონდა დაპირება მეტროს გაფართოების, ახალი სადგურების შესახებ - არცერთ წელიწადს, ახალი სადგურის დამატებაზე ერთი თეთრი არ გამოყოფილა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მეტრო არ გაფართოებულა 9 წელი. სამჯერ აირჩიეს მერად, სამივეჯერ ამბობდა მეტრო გაფართოვდებოდა, არ გაფართოვდა, უფრო მეტიც, ამოსასვლელიც არ გაკეთდა ", - განაცხადა ნიკა ობოლაძემ.