ლიგის ფინალური თამაშის შემდეგ, ემოციები ჯერ კიდევ არ დამცხრალა თამაშის გარშემო. ფებურთის გულშემატკივრები და "ფან-კლუბის" წევრები დეტალურად განიხილავენ თამაშს და არ ვიქნებით თავმდაბლები, თუ ვიტყვით, რომ კომენტარების დიდი უმეტესობა სწორედ ჩვენს თანამემამულეს, ხვიჩა კვარაცხელიას ეხება. "არსენალის" ზოგიერთი გულშემატკივარი მისი "დნმ"-ის შემოწმებასაც კი ითხოვს.

"ვითხოვ ხვიჩა კვარაცხელიას დნმ-ის შემოწმებას. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ ბიჭს სამი ფეხი აქვს ან ბურთი ბუცზე მიიბა. სალიბა სეზონის საუკეთესო მცველია, კვარამ კი ის სტატისტად აქცია." - წერს მოწინააღმდეგე გუნდის ერთ-ერთი გულშემატკივარი.

"კვარაცხელია მთელი მეორე ტაიმი უბრალოდ დაგვცინოდა. ყოველ ჯერზე, როცა ბურთი მის მარცხენა ფლანგზე ხვდებოდა, გული მიჩერდებოდა. 50 მილიონი დაცვისთვის? დღეს უკვე ყავის მადუღარის ფასი აქვთ, რომელიც გვერდზე მიდგას." - ასე აფასებს კვარას თამაშს კიდევ ერთი გულშემატკივარი "არსენალიდან".

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი 140 მილიონი ევრო გახდა – ასეთია „ტრანსფერმარკტის“ განახლებული მონაცემები. აქამდე ქართველი ვარსკვლავის ფასი 90 მილიონი ევრო იყო.

ეს კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფის შედეგია, სადაც „პარი სენ-ჟერმენის“ ლიდერმა 10 გოლი გაიტანა, ექვსი საგოლე გადაცემა მიითვალა, სეზონის საუკეთესო მოთამაშე  გახდა და სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს.

განახლებული მონაცემებით, საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეთა ჯამური ფასი რეკორდულ მაჩვენებელს მიუახლოვდა და 248,5 მილიონი ევრო გახდა.

ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი მოთამაშეები:

1. ხვიჩა კვარაცხელია, „პარი სენ-ჟერმენი“ (საფრანგეთი) – 140 მილიონი ევრო;

2. გიორგი მამარდაშვილი, „ლივერპული“ (ინგლისი) – 28 მილიონი ევრო;

3. გიორგი მიქაუტაძე, „ვილიარეალი“ (ესპანეთი) – 28 მილიონი ევრო;

4. ზურიკო დავითაშვილი, „სენტ-ეტიენი“ (საფრანგეთი) – 12 მილიონი ევრო;

5. ოთარ კიტეიშვილი, „შტურმი“ (ავსტრია) – 5.50 მილიონი ევრო.

საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა ჯამური ფასი – 248.25 მილიონი ევრო.