საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მერამ დვალიშვილი უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოზე წარადგინეს.  

„მინდა მივულოცო მერაბ დვალიშვილს გუშინდელი უდიდესი წარმატება. ყველა თვალყურს ვადევნებდით ამ მნიშვნელოვან გამოსვლას, რასაც მთელი საქართველო ელოდა ძალიან დიდი ინტერესით და უნდა აღინიშნოს, რომ უკვე მეორე წელია, ქართველი იგებს UFC-ს, რაც არის უნიკალური მიღწევა და ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებულ სპორტულ ტალანტზე და ქართველების ნიჭზე მეტყველებს. უნდა აღინიშნოს, რომ მერაბს ამ წარმატებამდე ძალიან რთული გზა აქვს გავლილი და მისთვის ეს გამარჯვება ორმაგად დასაფასებელია.

 ჩვენ ვაგრძელებთ ტრადიციას და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება მერაბ დვალიშვილის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენის შესახებ“, - განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, ლას-ვეგასის „სფეროს" არენის UFC 306-ის ოქტაგონზე დასრულდა ორთაბრძოლა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის სუპერ მსუბუქი წონით (57-61 კგ) კატეგორიაში.

შერეული ორთაბრძოლის ქართველმა ოსტატმა მერაბ დვალიშვილმა სატიტულო შერკინებაში მსოფლიო ჩემპიონი, ამერიკელ შონ ო'მალი აშკარად დაჩაგრა და  მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მას გამარჯვება მიენიჭა.




Bro kissed him💀pic.twitter.com/Zb8l0srHAc

— Knockout of the day (@KOofTheDAY) September 15, 2024


მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის მსოფლიო ჩემპიონის ქამრის მფლობელი გახდა!