მსოფლიო
ბოსნია და ჰერცეგოვინაში ევროკავშირის სამშვიდობო მისიის ფარგლებში მოქმედი იტალიური სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა.
1793303171
აშშ-ის ომის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა არმიის გენერალ-ლეიტენანტი, ბრეტ სილვია თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
1793301179
უნგრეთმა და აშშ-მა ენერგეტიკისა და დანაშაულთან ბრძოლის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ ორი შეთანხმება გააფორმეს.
1793299441
გამოცემა “ევრონიუსის” ცნობით, ევროპამ უნდა დაიცვას მომხმარებლები ენერგომატარებლების მორიგი საფასო შოკისგან და, ამავდროულად, შეამციროს წიაღისეული საწვავის როლი ეკონომიკაში. საგანგებო ზომებს შეუძლია შეამსუბუქოს უშუალო დარტყმა, თუმცა ბრიუსელი აფრთხილებს მთავრობებს, არ დაუშვან, რომ მოკლევადიანმა სუბსიდიებმა ან საგადასახადო გადაწყვეტილებებმა ხელი შეუშალოს მწვანე ტრანზიტს.
1793291113
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ლორან ნუნიესი აცხადებს რომ 31 ოქტომბერს ძალადობრივი არეულობის განსაკუთრებით მაღალი რისკი არსებობს. ამის შესახებ BFMTV იუწყება.
1793290019
„კრინიცას ფორუმზე“ იაროსლავ კაჩინსკიმ ევროკავშირში ფუნდამენტური ცვლილებების აუცილებლობაზე ისაუბრა. პარტია „კანონი და სამართლიანობის“ (PiS) თავმჯდომარემ არ გამორიცხა „მკაცრი მიდგომების“ გამოყენება, მათ შორის, ევროკავშირიდან შესაძლო გასვლასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების გამართვა.
1793288680
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიის, „კანონისა და სამართლიანობის“ ლიდერი იაროსლავ კაჩინსკი ევროკავშირიდან პოლონეთის გასვლის პირობებზე მოლაპარაკებების დაწყებას ემხრობა, – ამის შესახებ ტუსკმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
1793288172
ალბანეთში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტის სხდომის ჩაშლა სცადეს. მათ სხდომათა დარბაზში პიროტექნიკიდან კვამლი გაუშვეს.
1793286557
ევროკავშირი "დიდი შვიდეულისა" (G7) და NATO-ს პარტნიორებზე ზეწოლას აძლიერებს, რათა 2027 წელს უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა გაიზარდოს. ევროკომისიის შიდა შეფასებებით, ევროკავშირის არაწევრმა ქვეყნებმა კიევს მომავალი წლისთვის ჯერჯერობით მხოლოდ 4 მილიარდი ევროს დახმარება აღუთქვეს, რაც თითქმის ხუთჯერ ნაკლებია მიმდინარე წლის მაჩვენებელზე (19 მილიარდი ევრო), - წერს Financial Times.
1793283836
"როსკომნადზორმა" მსხვილი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიები, Apple და Microsoft, ინფორმაციის გავრცელების ორგანიზატორთა რეესტრში შეიყვანა, რაც მათ ავალდებულებს, შეინახონ მომხმარებელთა მონაცემები რუსეთის ტერიტორიაზე და სპეცსამსახურებს მოთხოვნისთანავე მიაწოდონ.
1793280702
2026 წლის პირველ ნახევარში გერმანიამ რუსეთს 79 მილიონი ევროს ღირებულების კიდურების პროთეზები და ენდოპროთეზები (სახსრების შემცვლელი იმპლანტატი) მიაწოდა. ეს თითქმის 19 მილიონი ევროთი მეტია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, - იტყობინება Forbes-ის რუსული გამოცემა სტატისტიკის სააგენტო Eurostat-ის მიერ მოწოდებულ საგარეო ვაჭრობის მონაცემებზე დაყრდნობით.
1793274461
გულახდილად რომ ვთქვა, ომი ძალიან მოახლოებულია, თუმცა ჩვენ ადრინდელზე უფრო მეტად ვართ მზად ომისთვის, უფრო კონსოლიდირებული და უფრო მომზადებული, — ამის შესახებ საქართველოში ირანის ელჩმა, ალი მოუჯანიმ ირანის საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
1793274316
ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, კრისტინ ლაგარდმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა.
1793272591
დიდმა ბრიტანეთმა უკრაინისთვის, დამატებით 10 მილიარდი გირვანქა სტერლინგის (დაახლოებით 12 მილიარდი ევრო) ოდენობის დახმარების გამოყოფა შეათანხმა. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ფინანსთა მინისტრმა ჯონ ჰილიმ ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატაში (ქვედა პალატა) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
1793272083
ფლავიუ ბოლსონარუმ - ბრაზილიელმა სენატორმა და მემარჯვენე ლიბერალური პარტიიდან პრეზიდენტობის ექს-კანდიდატმა - რომელიც არჩევნებში მარცხის შემდეგ ფარულად გაემგზავრა აშშ-ში, თავის მიკრობლოგ X-ში "წერილი ბრაზილიელი ხალხისადმი" გამოაქვეყნა, სადაც საკუთარი თავი "ბრაზილიის ლიდერად" გამოაცხადა. მედიის ცნობით, თავდაპირველად მან საკუთარ თავს ქვეყნის "ჭეშმარიტი პრეზიდენტი" და "არჩეული პრეზიდენტი" უწოდა, თუმცა მოგვიანებით ეს ფორმულირებები წაშალა.
1793267380
სომხეთის ეროვნულ კრებაში გრძელდება აუდიტის პალატის წევრის არჩევის საკითხის განხილვა.
1793266724
შავ ზღვაში, ბულგარეთის სანაპიროსთან, საზღვაო უპილოტო აპარატები ბერძნულ საკონტეინერო გემს დაესხნენ თავს. როგორც ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა დიმიტარ სტოიანოვმა განაცხადა, ლიბერიის დროშით მცურავ გემს სამი უპილოტო აპარატი მოხვდა ბულგარეთის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში.
1793264924
სომხეთის ეროვნულმა კრებამ მოახდინა აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო შეთანხმების რატიფიცირება, რომელიც ეხება პროექტს "ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის" (TRIPP). ეს არის სატრანზიტო დერეფანი ირანის საზღვრის გასწვრივ, რომელიც აზერბაიჯანიდან ქვეყნის ექსკლავში, ნახიჩევანში მიდის. ამის შესახებ სომხეთის სახელმწიფო სააგენტო Armenpress იუწყება.
1793263060
ფლავიუ ბოლსონარუ - ბრაზილიელი სენატორი და მემარჯვენე "ლიბერალური პარტიიდან" პრეზიდენტობის ექს-კანდიდატი - მეუღლესთან და ორ ქალიშვილთან ერთად ფლორიდის შტატში, მაიამიში ჩაფრინდა ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამარცხების შემდეგ. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან და მისი თვითმფრინავის დაშვების ამსახველ ფოტო და ვიდეომასალას აქვეყნებენ.
1793260185
რუსეთის ფედერაციის, აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენელთა მოლაპარაკებები 4 ნოემბრის შემდეგ გაიმართება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.
1793257494
აშშ და რუსეთი, უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ ფართო მოლაპარაკებების ფარგლებში, რუსეთის ნავთობის ბაზარზე ამერიკული კომპანიების შესაძლო დაბრუნებას განიხილავენ. ამის შესახებ Financial Times-მა (FT) ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა.
1793255741
ესპანეთში სარკინიგზო კატასტროფა 28 ოქტომბერს, ტოლედოს პროვინციაში, დასახლება ურდას მახლობლად, მადრიდი-სევილიის ჩქაროსნულ ხაზზე მოხდა. სამგზავრო მატარებელი AVE 2080 დაეჯახა ლიანდაგზე მდგომი მატარებლის Iryo 6076-ის ბოლო ვაგონს.
1793253435
გავლენიანი ფრანგული გამოცემა BFMTV სტატიას აქვეყნებს იტალიის მხრიდან უკრაინისთვის გაყინულ დახმარებაზე.
1793251141
ამის შესახებ ესპანური მედია იუწყება
1793223254
პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ ირწმუნება, რომ გუშინდელი არჩევნები არაბულმა პარტიებმა „მოიპარეს“ და პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურისგან („შინ ბეტი“) მოითხოვს, გამოიძიონ ფართოდ გავრცელებული გაყალბებისა და ამომრჩეველთა დაშინების ბრალდებები.
1793217489




