ასეთი განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „კორიერე დელა სერასთვის“ მიცემული ექვსწუთიანი ექსკლუზიური ინტერვიუს დროს გააკეთა.

სანამ დროს მოგვცემდა კითხვისთვის, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თავად გვკითხა:

„მოსწონთ იტალიელებს ის ფაქტი, რომ თქვენი პრემიერ-მინისტრი ნავთობის წარმოებაში არანაირ დახმარებას არ უწევს? მოსწონს ის ხალხს? ვერ წარმომიდგენია.
შოკირებული ვარ მისით. მეგონა, რომ მამაცი იყო, მაგრამ ვცდებოდი“, - წერს „კორიერე დელა სერა“.

თქვენ ისაუბრეთ მასთან ამის შესახებ?

დონალდ ტრამპი: არა. ის უბრალოდ ამბობს, რომ იტალიას არ სურს ამაში ჩაერიოს. მიუხედავად იმისა, რომ იტალია იქიდან ნავთობს იღებს, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა იტალიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ის არ ფიქრობს, რომ იტალია უნდა იყოს ჩართული. ის ფიქრობს, რომ ამერიკამ უნდა იმუშაოს მისთვის“.

რაც შეეხება რომის პაპს, მელონიმ განაცხადა, რომ თქვენი სიტყვები მიუღებელია

დონალდ ტრამპი: ის თავადაა მიუღებელი, რადგან მას არ აინტერესებს, აქვს თუ არა ბირთვული იარაღი ირანს, რომელიც იტალიას ორ წუთში ააფეთქებდა, თუ ამის შესაძლებლობა მიეცემოდა.

იმსჯელეთ თქვენ ამ საკითხებზე?

დონალდ ტრამპი: არა ...

ამ თვეში საერთოდ არ გისაუბრიათ ერთმანეთთან?
 
დონალდ ტრამპი: არა, დიდი ხანი არ გვისაუბრია.

რატომ?

დონალდ ტრამპი: იმიტომ, რომ მას არ სურს ნატო დაგვეხმაროს, არ სურს დაგვეხმაროს ბირთვული იარაღისგან გათავისუფლებაში. ეს სულაც არ არის ის, რასაც ვფიქრობდი. ის აღარ არის იგივე ადამიანი და იტალია აღარასდროს იქნება იგივე. იმიგრაცია ანგრევს იტალიას და მთელ ევროპას.