თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა ტროტუარზე გადაინაცვლეს. ა ჭავჭავაძის გამზირზე სამართალდამცველებმა გზა გახსნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ მათე დევიძეს 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, რასაც დევიძის მხარდამჭერების მხრიდან პროტესტი მოჰყვა ჯერ სასამართლოს ეზოში, შემდეგ კი მსვლელობით ჭავჭავაძის გამზირზე გადაინაცვლეს და გადაკეტეს გზა ვარაზისხევიდან მელიქიშვილის გამზირის, ჭავჭავაძის გამზირისა და კეკელიძის ქუჩის მიმართულებით.
თსუს პირველი კორპუსის მიმდებარედ, აქციის მონაწილეებმა გზის სავალ ნაწილზე ორი კარავიც განათავსეს.
ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცველები.
მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო: აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოვუწოდებთ, გაათავისუფლონ გზა, შეწყვიტონ ტრანსპორტის სავალ ნაწილზე შეკრება/მანიფესტაცია და პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში - დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას