ჭავჭავაძის გამზირზე, თსუ-ს პირველ კორპუსთან მსჯავრდადებულ მათე დევიძის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს გზა ვარაზისხევიდან მელიქიშვილის გამზირის, ჭავჭავაძის გამზირისა და კეკელიძის ქუჩის მიმართულებით.

აქციი მონაწილეებმა თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარედ, გზის სავალ ნაწილზე ორი კარავიც განათავსეს. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „ძირს ივანიშვილის რეჟიმი“, „ძირს უსამართლო სასამართლო“.

ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცავები.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ   მათე დევიძეს 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა