გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა.
პაკეტში შედის:
IRIS-T SLM საშუალო მოქმედების რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები და Gepard-ის საზენიტო იარაღი;
საარტილერიო სისტემები და 230 ათასზე მეტი ჭურვი;
80-ზე მეტი Leopard 1 A5 ტანკი;ქვეითთა საბრძოლო მანქანები;
450 ჯავშანმანქანა;საინჟინრო მანქანები;
განაღმვისთვის საჭირო სისტემები;დრონები;სარადარო და სადაზვერვო სისტემები.
გარდა ამისა, 2024 წელს გერმანია გეგმავს 10 ათასი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის მომზადებას.
გერმანია ერთ–ერთი მთავარი მხარდამჭერია უკრაინის ევროპაში. უკრაინისთვის გაწეული დახმარებით ის მხოლოდ აშშ–ს ჩამორჩება.








