გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა.
როგორც გერმანიის მთავრობის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პაკეტი მოიცავს:
Skynex-ის თვითმავალ საზენიტო დანადგარს;
„Leopard 2 A6“ ტანკების საბრძოლო მასალას;
Marder-ის ტიპის 10 ქვეითთა საბრძოლო მანქანას;
რაკეტებს IRIS-T SLM-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის;
TRML-4D-ის ორ სარადარო სადგურს;
9 000-ზე მეტ 155 მმ-იანი კალიბრის საბრძოლო მასალას;
ნაღმების გამწმენდ Wisent 1 ტიპის ორ ტანკს;დრონის აღმოჩენის 30 სისტემას;
34 სატრანსპორტო საშუალებას;
3 ათასზე მეტ ჩაფხუტს;
MK 556 -ის ტიპის 30 შაშხანას;
750 000 ვაზნას და სხვა საბრძოლო აღჭურვილობას.
ბერლინი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ გააგრძელებს კიევის დახმარებას მანამ, ვიდრე საჭირო იქნება.