სლოვაკეთმა უკრაინას 203 492 ევროს ღირებულების ჰუმანიტარული დახმარების პაკეტი გადასცა, – იუწყება უკრაინული მედია.

მისი ცნობით, დახმარება მოიცავს ელექტროსადგურებს, გამათბობლებს, ტანსაცმელს, პირველადი დახმარების კომპლექტს, საკვებსა და სასმელ წყალს.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დასავლეთი უკრაინას როგორც სამხედრო, ისე ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.