ციურიხში ყინულზე ჰოკეიში მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა დასრულდა.
ყინულზე ჰოკეიში მსოფლიოს 89-ე ჩემპიონატზე ნორვეგიის ჰოკეისტთა ნაკრებმა მიმდინარე ჩემპიონატის ყველაზე დიდი სენსაცია მოახდინა. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში მან 28-გზის მსოფლიო ჩემპიონი, კანადის ნაკრები დაამარცხა და ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატის მედალი მოიპოვა.
ნორვეგია - კანადა 3:2 (1:0, 1:0, 0:2)
კანადა ზედიზედ მესამედ დარჩა მედლის გარეშე.
ოქროს მედლისთვის ერთმანეთს 2024 და 2025 წლების მსოფლიო ჩემპიონატების ფინალისტი შვეიცარია ფინეთს შეხვდება.




