უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას ექნება მეტი დრონები და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები.

„ამ წლის პირველმა ორმა კვირამ უკვე შესძინა ძალა და შესაძლებლობა უკრაინას. არის ახალი მხარდაჭერის პაკეტები ჩვენი ჯარისკაცებისთვის. არის ძალიან საჭირო შეთანხმებები იარაღისა და ჭურვების ერთობლივ წარმოებაზე. იქნება მეტი დრონები“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში გამარჯვების პოტენციალი აქვს.

„ვამზადებთ უფრო სასიხარულო ამბებს საჰაერო თავდაცვის შესახებ. გვახსოვს რაკეტების შესახებ, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების შესახებ, რომელიც უფრო მეტი იქნება. ვზრდით ჩვენს უკრაინულ საარტილერიო წარმოებას. უკრაინას აქვს საკმარისი პოტენციალი ამ რთული ომის გზაზე გასავლელად. ჩვენ გვაქვს გამარჯვების პოტენციალი გვაქვს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.