UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას შესახებ ესპანურმა კინოკომპანიებმა, Movistar+-მა და Filmax-მა დოკუმენტური ფილმი გადაიღეს, რომლის პრემიერაც ესპანეთის კინოთეატრებში 19 სექტემბერს შედგება.
ინფორმაციას გამოცემა variety ექსკლუზიურად ავრცელებს.
დოკუმენტური ფილმის სახელია „მატადორი“ და მასში აღწერილი იქნება თოფურიას განვლილი გზა MMA-ის ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის, UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონობამდე.
27 წლის მებრძოლმა საჩემპიონო ბრძოლაში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი 18 თებერვალს დაამარცხა. სავარაუდოდ, ის ქამარს პირველად მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიცავს და მისი მოწინააღმდეგე ამერიკელი მაქს ჰოლოუეი იქნება.