ილია თოფურიას ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ, შეხვედრის წინა პრესკონფერენციაზე უთხრა, რომ დატკბი საჩემპიონო ქამრის ყურებით აქ, რადგან მერე ვეღარ ნახავო. ამის შესახებ UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა "იმედის" ეთერში განაცხადა.
"ვოლკანოვსკი პრესკონფერენციაზე თვითონ მეუბნებოდა ახლა დატკბი ქამრის ყურებით, მერე ვეღარ ნახავო. მეთქი, მგონი შენ უნდა დატკბე ბოლოჯერ, იმიტომ რომ ჩემი დრო მოვიდა, მეგობარო-მეთქი", - ამის შესახებ ილია თოფურიამ განაცხადა.