ამის შესახებ UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ "იმედთან" ინტერვიუს დროს განაცხადა.
"შენი გმირები არიან მშობლები. ჩემს მშობლებს მოუწიათ რომ 8-9 წლის რომ ვიყავი დავეტოვებინეთ, რომ უკეთესი მომავალი გვქონოდა. ვიყავი 6-7 წელი მშობლების გარეშე.
ბაბუასთან ვიზრდებოდით, რომელმაც დაგვიწყო გაღვიძება მე და ჩემს ძმას დილის 6 საათზე და გვავლევიებდა ბაღს, გვანახა იმის ფასი, თუ რა იყო საჭირო იმისთვის რომ ეს ასე მწვანედ ყოფილიყო,რომ თავისით არ იყო ასე ლამაზი, ამას შრომა სჭირდებოდა. სკოლიდან რომ ვბრუნდებოდი ერთი წამით არ გამიელვებდა იმაზდე ფიქრი, რომ ამაზე დამებიჯებია ფეხი. შრომაც გვასწავლა, დაფასებაც და ბევრი კარგი მაგალითი მოგვცა", - განაცხადა თოფურიამ.