UFC-ის მსოფლიო ჩემპიონი, ილია თოფურია ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს.

„ეჭვიც არ მეპარებოდა ჩვენს გამარჯვებაში! ჯგუფიდანაც გავალთ“, - წერს სპორტსმენი სოციალურ ქსელში.

საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. ეროვნული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატზე მატჩებს გერმანიაში, 18, 22 და 26 ივნისს გამართავს.