ცესკო 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილ 3111 უბნის მონაცემების დათვლის შედეგებს აქვეყნებს.

ცესკოს მონაცემების თანახმად,  3110  უბანზე (3111-დან 1 უბანი გაბათილდა) მიცემული ხმები პარტიებს შორის ასე გადანაწილდა:   

3. „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ - 3938 (0,19 %)

4. კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა  - 229006 (11.037 %)

5. „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა" - 210895 (10,164 %)

6. „ევროპელი დემოკრატები"  - 7967 (0,384 %

8. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 50569(2,437 %)

9. „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!" - 182891 (8,814 %)

10. საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 15163 (0,731 %)

12. „ჩვენი გაერთიანებული საქართველო" - 1853 (0.089 %)

16. „შეცვალე საქართველო" - 12521 (0.603 %)

17. „საქართველო" - 2775 (0.134 %)

20. თავისუფალი საქართველო  - 4146 (0.2 %)

21. „ტრიბუნა" - 2487 (0.12 %)

23. „ჩვენ"“ - 2606 (0.126 %)

25. „გახარია საქართველოსთვის" - 161250 (7,771 %)

26. „მემარცხენე ალიანსი" - 1305 (0,063 %)

27. ქართველ ერთობა - 4504 (0,217 %)

36. „გირჩი“ -62274 (3,001 %)

41. ქართული ოცნება - 1118836 (53,92 %)

პარლამენტის დეპუტატების მანდატები მხოლოდ იმ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები იღებენ, რომლებმაც 5%-იანი საარჩევნო ბარიერი გადალახეს.  მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად,  პარტიის მიერ მიღებული ხმების ოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიათა მიერ მიღებული ხმების ჯამზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტი და მეტი მიიღეს. მიღებული რიცხვის მთელი პარტიის მიერ მიღებული მანდატების ოდენობაა. გადაუნაწილებელი მანდატები საბოლოო ამოწურვამდე თანმიმდევრობით ნაწილდება ბარიერგადალახულ პარტიებზე.

აქედან გამომდინარეობს, რომ მომავალ პარლამენტში ქართულ ოცნებას ეყოლება 88 დეპუტატი, კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროას - 18,   „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა" - 17, „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!"  - 15, „გახარია საქართველოსთვის" -12