აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში  უმაღლესი საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით 5 პროცენტიანი ბარიერი  ხუთმა პოლიტიკურმა სუბიექტმა გადალახა.  უმრავლესობა ხმების 56.9 პროვენტი „ქართულმა ოცნებამ“  მოიპოვა. წინასწარი მონაცემების და მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობის მიხედვით  უმაღლესი ბაბჭოს 21 მანდატიდან 12 სწორედ „ქართულ ოცნებას“ ერგო.

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის განმარტებით, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 21-ზე და იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 21-ზე ნაკლებია,  წინასწარი შედეგების მიხედვით მანდატები გადანაწილდება შემდეგნაირად: 


N4-კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა -1 მანდატი;
N5-ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა - 3 მანდატი;
N9-ძლიერი საქართველო -ლელო ხალხისთვის, თავისუფლებისთვის-   1 მანდატი;
N-25 -გახარია საქართველოსთვის  -  1 მანდატი
N 41-,,ქართული ოცნება’’- 12 მანდატი; 

3 გაუნაწილებელ მანდატს თანამიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები. (ქართული ოცნება; ნაციონალური მოძრაობა;  გახარია საქართველოსთვის).


უსკო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული ოქმებისა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებების საფუძველზე, არჩევნების დღიდან არაუგვიანეს 26-ე დღისა (21 ნოემბერს), თავის სხდომაზე აჯამებს უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებს და ადგენს უმაღლესი საბჭოს არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს