თელავის #17 ოლქში შემავალი  43 საარჩევნო უბნიდან, 33 საარჩევნო უბანზე არჩევნები ჩატარდა ელექტრონული წესით, ხოლო 10 უბანზე ძველი წესით. 

წინასწარი შედეგები მედიას #17 საოლქო-საარჩევმო კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ გაიპარაშვილმა გააცნო. 

,,უცხოელი დამკვირვებლები გაოცრბულები  არიან პროცესის გამჭვირვალობით და ორგანიზებით. 
საჩივრებს რაც შეეხება, ერთადერთი საჩივარია, რომელიც დაიწერა მხოლოდ იმის გამო, რომ ამომრჩეველმა კაბინაში გადაიღო ფოტოსურათი. ფაქტთან დაკავშირებით მოხდა თავმჯდომარის მყისიერი რეაგირება. 
რაც შეეხება წინასწარ შედეგებს.  თელავის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულია  54 572 ამომრჩეველი, მოვიდა არჩევნებზე 31 105 ამომრჩრველი, რაც გახლავთ 57% მოსახლეობის. 
ხმები ასე გადანაწილდა; 
ქართული ოცნება -  - 55% 
ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა - 15.5%
ახალი - 8 %
ლელო - 8%
ეს გახლავთ წინასწარი შედეგები.
საგრძნობლად აღარ შეიცვლება შედეგები, უბნების გადათვლა შეიხლება ითქვას 3-4- ჯერ ჩატარდა. იმ უბნებზე, სადაც არჩევნები ჩატარდა ტრადიციული წესით,მოხდა ბიულეტენების გაციფრულება, ანუ აიტვირთა ცესკო-ს სერვერზე, ინფორმაციის ნახვა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. ,, - განაცხადა გაიპარაშვილმა.