საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) და ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს. NDI-ის წარმომადგენელმა, პერ ეკლუნდმა საარჩევნო და არჩევნების წინა დარღვევებზე ისაუბრა.

"მაღალი იყო აქტივობა, რაც ნიშნავს, რომ ქართველები მხარს უჭერენ დემოკრატიას, თუმცა ასევე ნათელია, რომ წინასაარჩევნო პერიოდმა ვერ მოახერხა დემოკრატიული არჩევნების ფუნდამენტური სტანდარტების დაცვა. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ძალისხმევა, რომ ძირი გამოეთხარა, ხელი შეეშალა სადამკვირვებლო მისიებისთვის, კანონების გამოცემა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ იყო მიმართული, მუქარები, დაშინება მოქალაქეებისა და დამკვირვებლების მიმართ, არჩევნების დღესა და წინა პერიოდში მთელი პროცესის სამართლიანობას ძირს უთხრიდა. დელეგაცია თბილისში 21 ოქტომბერს ჩამოვიდა. ჩვენ გვქონდა შეხვედრები პოლიტიკურ ლიდერებთან, საარჩევნო ხელმძღვანელობასთან, მედიასთან, ასევე დიპლომატიური საზოგადოების წევრებთან საქართველოში.

NDI-ის დამკვირვებლების თანახმად, რომლებიც საქართველოს 10 სხვადასხვა რეგიონში მუშაობდნენ, ხმის მიცემა ძირითადად მიმდინარეობდა კანონის შესაბამისად, თუმცა დამკვირვებელთა ჯგუფებმა დააფიქსირეს მნიშვნელოვანი ზრდა მძიმე დარღვევებისა წინა არჩევნებთან შედარებით, მათ შორის ძალადობის გამოყენება და ბიულეტენების ჩაყრა", — განაცხადა ეკლუნდმა