თბილისში "გახარია - საქართველოსთვის" პარტიის წევრს ლევან გოგიჩაიშვილის რამდენიმე ადამიანი თავს დაესხა.

როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. 

ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.