უსკოს ვებ-გვერდზე, ამ დროისთვის ატვირთული არ არის ხმების წინასწარი შედეგები 7  საარჩევნო უბნიდან. ამ დროის მონაცემებით, ახალი მოწვევის უმაღლეს საბჭოში, 6 პოლიტიკური სუბიექტი იქნება წარმოდგენილი. 

არჩევნების წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ გარდა, აჭარის  უმაღლესი საბჭოს არჩევნებში, ბარიერი გადალახა:“კოალიცია ცვლილებისთვის“-8.57%,  „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“-14.31%, „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“-6.27%, „გახარია საქართველოსთვის“-8.85%.

უსკოს ინფორმაციით, 26 ოქტომბრის 21 საათის მდგომარეობით, სულ ბათუმის საოლქო კომისიაში შესულია 78 საჩივარი, ქედაში -1, ქობულეთში -7, შუახევში -3, ხელვაჩაურში -6, ხულოში- 6. როგორც საარჩევნო ადმინისტრაციაში აცხადებენ,   კანონმდებლობის შესაბამისად მიეცემათ სამართლებრივი მსვლელობა.
აჭარაში, საპარლამენტო და  უმაღლესი საბჭოს   არჩევნებში რეგიონის მასშტაბით მონაწილეობა მიიღო 197 814 ამომრჩეველმა. რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 62.38 % შეადგენს.
ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 317 119 , რომელთა 95 %-მა ხმა ელექტრონული ტექნოლოგიების საშუალებით მისცა, ხოლო 5%-მა ტრადიციული მეთოდით.