თბილისის საქალაქო სასამართლომ ლელა მარიდაშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ ირაკლი შაიშმელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
შსს-მ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი შაიშმელაშვილის მიმართა სისხლისსამართლებრივი დევნა 17 ოქტომბერს დაიწყო.
საქართველოს პროკურატურამ ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება დაუსწრებლად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.