თელავის რაიონულმა სასამართლომ 74 წლის ალბერტ დავითელაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა.
დაკავებული ნაწილობრივ ცნობს თავს დამნაშავედ და აცხადებს, რომ ცოლის მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია.
ცნობისათვის, შემთხვევა 1 ოქტომბერს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუღაანში მოხსა. ბრალდებულმა ცოლს, 53 წლის მეუღლეს ჭრილობა გულ-მკერდის არეში მიაყენა.
74 წლის მამაკაცს 20 წლამდე ვადით ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
საქმის წინასასამართლო სხდომა 25 ნოემბერს ჩაინიშნა.