ვალერიან გუნიას სახელობის, ფოთის სახელმწიფო თეატრი პრემიერისთვის ემზადება.

2-3 დეკემბერს 19: 00 საათზე დასი მაყურებლის წინაშე მიხეილ ჯავახიშვილის  "ჯაყოს ხიზნებით" წარდგება.

სპექტაკლის რეჟისორი ნიკა ჩიკვაიძეა. მხატვარი: ანანო დოლიძე; ტექნიკური რეჟისორი: ეკა კულუა.

მსახიობები: თეიმურაზ ხევისთავი​​ - გენადი შონია; მარგო ყაფლანიშვილი​ - ანი ანდღულაძე; ჯაყო ჯივაშვილი​ - გიორგი სურმავა; ივანე - რამინ კილასონია.

სპექტაკლის შესახებ:
XX-ე საუკუნის მთავარი  ტექსტი,  არც დღევანდელობაში კარგავს აქტუალურობას და ხელახალი ინტერპრეტაციით ცოცხლდება ფოთის თეატრის სცენაზე.

ეს ერთი კაცის და ქვეყნის ამბავია. მაშინ როდესაც მტერს არ სძინავს  და ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან შარა-გზად უქცევია ქართული მიწა, თეიმურაზ ხევისთავი თვლემს. 
სასტუმროს ოთახები ჩამოსული სტუმრებით ივსება , მასპინძელი  კი თვალებს იბრმავებს, არაფერი ესმის და ვერაფერს ამბობს.
ხევისთავთა საგვარეულო მამული კეთილმოწყობილ სასტუმროდ გადაქცეულა, რომელიც  დღეს ვიზიტორებს ემსახურება.

სპექტაკლი მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს და იმ დიდ გამოწვევებზე, რომელიც პატარა ქვეყნის ხვედრია.

ცნობისთვის, ფოთის თეატრში, ახალგაზრდა რეჟისორისთვის,  ნიკა ჩიკვაიძესთვის მიხეილ ჯავახიშვილის "ჯაყოს ხიზნები" ,  “მარინა რევიას” შემდეგ მეორე პროექტია.

“მარინა რევიას” აღებული აქვს პრემია დურუჯი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის, რომელიც გადაეცა ენდი ძიძავას. ამავე პრემიაზე სპექტაკლი ნომინირებული იყო საუკეთესო რეჟისურის კატეგორიაში

ნიკა ჩიკვაიძის დადგმამ “შაშვი, შაშვი მაყვალი” (ზუგდიდის თეატრი) მიიღო ოზურგეთის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პრემია - ქართული რომანის საუკეთესო ინსცენირებისთვი

ახალგაზრდა რეჟისორს სპექტაკლები განხორციელებული აქვს, როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონის თეატრებში.