ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს.
ახალგაზრდა თაობის რეჟისორი, საბა ასლამაზიშვილი ფოთის თეატრის დასს, ადმინისტრაციისა და ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლებს უკვე შეხვდა და სამომავლო გეგმებზე, თეატრის განვითარების საკუთარ ხედვებსა და ინიციატივებზე ესაუბრა.
ცნობისათვის, თეატრის ყოფილ სამხატვრო ხელმძღვანელს, რამაზ იოსელიანს თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2023 წლის 3 იანვარს ამოეწურა. ამ პოსტზე, კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში, ოთხმა კანდიდატმა მიიღო მონაწილეობა.