ომი და მშვიდობა - აი ეს ურთიერთდაპირისპირებული მცნება აქვს „ქართულ ოცნებას“ გამოტანილი მხოლოდ. ეგ არის მათი ერთადერთი მესიჯი, - ამის შესახებ “ახალის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნას გამოეხმაურა.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო ტექნიკა, ტაქტიკა, თუ ტექნოლოგია არის ერთადერთი, ეს არის ომის და მშვიდობის საკითხი, ცოტა კოლექტიური ტოლსტოია რაღაცნაირად. ომი და მშვიდობა, ომი და მშვიდობა - აი ეს ურთიერთდაპირისპირებული მცნება აქვს „ქართულ ოცნებას“ გამოტანილი მხოლოდ. ეგ არის მათი ერთადერთი მესიჯი. დღეს თუ მოუსმენთ „ქართულმა ოცნებამ“ რა ილაპარაკა, საერთოდ არაფერი არ უთქვამს არცერთ საკითხზე, ილაპარაკა ისევ წარსულზე და ილაპარაკა ომის და მშვიდობის კონტექსტზე დღევანდელობაზე. თქვეს, რომ არჩევნები არის რეფერენდუმი, ოღონდ რეფერენდუმი რუსეთი და ევროპა კი არაო, როგორც ოპოზიცია ამბობს, არამედ არის რეფერენდუმი ომი და მშვიდობა“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ „მთავარის“ ეთერში.