ზაფხულიდან გვექნება შესაძლებლობა, ხუთ საათ ნახევრის ნაცვლად, ბათუმის მარშრუტი გავხადოთ ოთხსაათიანი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრმა საქართველოს რკინიგზის მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა.
„მიმდინარე წლის ზაფხულიდან გვექნება შესაძლებლობა, ხუთ საათ ნახევრის ნაცვლად, ბათუმის მარშრუტი გავხადოთ ოთხსაათიანი. ეს მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. ახალ მიმართულებებსაც ვამატებთ. ეს იქნება თბილისი-ქუთაისი, თბილისი-ახალციხე“, - აღნიშნა ქვრივიშვილმა.




