ჩვენ გვქონდა პოლიტიკურ პარტიებთან შეთავაზებები და ზოგიერთმა გვითხრა, ნუ გვეტენებითო, ზოგიერთმა პასუხი არ გაგვცა საერთოდ. ძალიან ვწუხვარ რომ ეს მათი პრობლემა იქნება აუცილებლად, - ამის შესახებ „ახალის“ თანათავმჯდომარე ნიკა გვარამიამ განაცხადა.

„ახალი“, „ლელო“ „დროა“ „გირჩი - მეტი თავისუფლება“- ამ ადამიანებს ერთმანეთის გვესმის კარგად, მაგრამ სხვადასხვა მოსაზრება გვაქვს სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის, როგორ უნდა დავლაგდეთ წინასაარჩევნოდ, რა უნდა იყოს ნომერი, სახელი და ა.შ... ბიძინა ივანიშვილის გადაგდების საქმეში, მგონია, რომ ჩვენი ერთობა იქნება გადამწყვეტი. 

ჩვენ გვქონდა პოლიტიკურ პარტიებთან შეთავაზებები და ზოგიერთმა გვითხრა, ნუ გვეტენებითო, ზოგიერთმა პასუხი არ გაგვცა საერთოდ. ძალიან ვწუხვარ რომ ეს მათი პრობლემა იქნება აუცილებლად, იმიტომ რომ რასაც ვუყურებ, „ქოცების“ „ნაციონალური მოძრაობის“ და ჩვენი გრავიტაციის ცენტრის გარდა 5 %-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა, ბოლო კვლევები რასაც გვაჩვენებს, ექნება ყველას. გახარია 5%-ის ქვემოთ არის. წარმატებას ვუსურვებ მას, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუ ბიძინა ივანიშვილის მთავრობისკენ არ გადაბარგდება არჩევნებიდან შემდეგ დღეს, მანამდე ალბათ, არ გადაბარგდება, იმიტომ რომ ოპოზიციური ხმები სჭირდება“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ „ტვ პირველის“ ეთერში.