გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანთან მაღალი სიჩქარით მოძრავი „ოპელის“ მარკის ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა.
მსუბუქ ავტომობილში მყოფი ხუთივე ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ცენტრალურ მაგისტრალზე ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეები, მათი მშობლები და გულშემატკივრები გადაადგილდებოდნენ.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.














