უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, 22 მაისს, შიომღვიმის მამათა მონასტერში სადღესასწაულო წირვას აღავლენს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
„ამა წლის 22 მაისს, ღირსი შიო მღვიმელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III სადღესასწაულო წირვას აღავლენს შიომღვიმის მამათა მონასტერში.
ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება,"- ნათქვამია ინფორმაციაში.












