ნიკა გილაური ყველაზე კარგი პრემიერ-მინისტრია და ბედნიერი ვიქნებოდი, რომ ჩაიბარებდეს საქართველოს წინსვლას, მაგრამ ვერ დაგიდასტურებთ, რომ შეთანხმებულია და მისგან თანხმობა გვაქვს, - ამის შესახებ “ახალის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მათი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შესაძლოა, "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობის დროინდელი პრემიერი, ნიკა გილაური იყოს.
„ნიკა გილაური ჩემი მეგობარია. ის ყველაზე კარგი პრემიერ-მინისტრია და ბედნიერი ვიქნებოდი, რომ ჩაიბარებდეს საქართველოს წინსვლას, მაგრამ ვერ დაგიდასტურებთ, რომ შეთანხმებულია და მისგან თანხმობა გვაქვს”, - განაცხადა გვარამიამ.