როტს აირწინაღი ვაჩუქე, როგორც სიმბოლო ახალგაზრდების წინააღმდეგობის - წერს ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში.
"საღამოს შეხვედრაზე გალუმპულები მივედით. როტს აირწინაღი ვაჩუქე, როგორც სიმბოლო ახალგაზრდების წინააღმდეგობის. შეხვედრაზე ისეთი სიტყვა თქვა, მომინდა ჩაწერა. ყველას ცრემლები მოგვადგა. წამოვედი გამოსაცვლელად სახლში და ვხედავ როტი და დელეგაციის წევრები სცენაზე დგანან ასე ახლოს ჯერ ევროპა არ ყოფილა.
არა რუსულ ხელისუფლებას!" - წერს ხატია დეკანოიძე.
ცნობისათვის: საქართველოში მყოფი ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მივიდნენ.
მანამდე, ევროპელი სტუმრები პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ.