საქართველოს მოქალაქეებს რომ იტაცებენ ოკუპანტები - სუსი ხმას არ იღებს. გინტურის მკვლელობაზე განცხადებაც კი არ გაუკეთებიათ. ჩვენს ოკუპორებულ ტერიტორიაზე რუსების აშენებულ სამხედრო ბაზაზე ხმა არ ამოუღიათ. სამაგიეროდ, მორიგ “რევოლუციურ სცენარზე” ათგვერდიანი განცხადება გაავრცელეს. გინებამ არ უშველა, - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.