ამბობს ფედერაციის პრეზიდენტი, რომელიც ქოცების დეპუტატია და ფედერაციაში იარაღის მუქარით აირჩიეს. მისი მოწინააღმდეგე დელეგატები ოთახში ჩაკეტეს, ხოლო ერთი ადამიანი პოლიციამ დაიჭირა.
ეს იღებს ხმას - ამის შესახებ "ევროოპტიმისტის" დეპუტატი ხატია დეკანოიძე შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილის დღევანდელ "ფეისბუქ- სტატუსის" საპასუხოდ სოციალურ ქსელში წერს:
წარმოუდგენელი მასშტაბის ზეწოლა, თავდასხმა და შეურაცხყოფა ხორციელდება ჩვენს ბიჭებზე, ფეხბურთელებზე, იმ ადამიანებზე, რომლებმაც სულ რაღაც რამდენიმე კვირაში, პირველად ისტორიაში (!!!), სრულიად დამსახურებულად და ღირსეულად საქართველოს დროშა უნდა ჩაიტანონ ევროპის შუაგულში, გერმანიაში და წარადგინონ ჩვენი ქვეყანა. - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.