საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ დროა, უკრაინაში მშვიდობის დამყარებისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას პარტნიორებთან ერთად.
„პრეზიდენტ ზელენსკის ეყო გამბედაობა, რომ დათანხმებოდა ამერიკულ წინადადებას 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ახლა რუსეთის ჯერია, დაამტკიცოს, რომ მას ნამდვილად სურს მშვიდობა“, – წერს მაკრონი სოციალურ ქსელ X-ზე.
მაკრონი ასევე აღნიშნავს, რომ „ძალადობა, საბოტაჟი უნდა შეწყდეს“ და დეპორტირებული უკრაინელი ბავშვები უნდა დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს. ეს არის პირობები, რომლებიც, მაკრონის თქმით, რუსეთმა უნდა შეასრულოს.
საფრანგეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე გუშინ ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს. მისი თქმით, ტრამპი მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის გეგმას.
მაკრონი ასევე აცხადებს, რომ „უკრაინისთვის მყარი უსაფრთხოების გარანტიების“ აუცილებლობას, ასევე უსაფრთხო, ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების საჭიროებას.