საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დარწმუნებულია, რომ რუსეთი ევროპისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს ქმნის.

”ჩვენი უსაფრთხოება საფრთხეშია. ჩვენს საზღვრებზე ზედმეტად შეიარაღებული და აგრესიული რუსეთი არსებობს,” - თქვა მაკრონმა.

მისი თქმით, თუ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს არ შეაჩერებენ, ის "გადავა მოლდოვაზე და, შესაძლოა, რუმინეთზე".

მაკრონის ხედვით, თუ ვაშინგტონი დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტის ხელმოწერას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, აშშ-ის გეოსტრატეგიული შეკავების შესაძლებლობა რუსეთთან, ჩინეთსა და სხვებთან დაკავშირებით "იმავე დღეს გაქრება", ხოლო „დონალდ ტრამპის ამბიციები ამის საპირისპიროა“.

მაკრონი დარწმუნებულია, რომ შეერთებულ შტატებს უკრაინასთან დიალოგის განახლების გარდა სხვა გზა არ აქვს:

"ამერიკელების აშკარა ბედი უკრაინელების მხარეს ყოფნაა - ამაში ეჭვი არ მეპარება. ის, რაც შეერთებულმა შტატებმა გააკეთა ბოლო სამი წლის განმავლობაში, სრულად შეესაბამება მის დიპლომატიურ და სამხედრო ტრადიციებს. მინდა, მკაფიოდ ვუთხრა ამერიკელებს, რომ უკრაინისგან გამიჯვნა მათ ინტერესებში არ შედის".