თუ ვეძებთ იმას, ვინც ბირთვული მუქარით ჟონგლიორობს და მესამე მსოფლიო ომის ჩრდილს ქმნის, მზერა მოსკოვისკენ მივაპყროთ და არა კიევისკენ - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს.
მაკრონის განცხადებით, თუ ვინმე მესამე მსოფლიო ომის სცენარს ატრიალებს, ეს სწორედ პუტინია.
"თუ ვინმე მესამე მსოფლიო ომის სცენარს ატრიალებს, მას ვლადიმირ პუტინი ჰქვია. მან 3 წლის წინ გაუხსნა კარი აგრესიულ ომს და სწორედ მან შემოიყვანა 10 ათასი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი ევროპის მიწაზე. ირანისგან დრონები მოიპოვა, რათა ევროპულ სივრცეში გამოეყენებინა, ამის სანაცვლოდ კი ირანის ბირთვული ამბიცია გააძლიერა. პუტინი ის ადამიანია, რომელმაც ჩინეთიც ჩაითრია — შესაძლოა, მისი ნების საწინააღმდეგოდაც კი.
ამგვარად, თუ ვეძებთ იმას, ვინც ბირთვული მუქარით ჟონგლიორობს და მესამე მსოფლიო ომის ჩრდილს ქმნის, მზერა მოსკოვისკენ მივაპყროთ და არა კიევისკენ", - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.