საფრანგეთი და ბრიტანეთი წინადადებით გამოდიან რუსეთსა და უკრაინას შორის 1 თვით ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტის შესახებ. ამის შესახებ, Reuters-ის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ფრანგულ გაზეთ Le Figaro-სთან ისაუბრა.
მაკრონის თქმით, 1-თვიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში შეწყდებოდა საჰაერო და საზღვაო იერიშები და ენერგოინფრასტრუქტურაზე თავდასხმები. საფრანგეთისა და ბრიტანეთის წინადადებით, ერთი თვის განმავლობაში ბრძოლა მხოლოდ მიწაზე, ფრონტის ხაზზე გაგრძელდებოდა.
"ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში, ძალიან რთული იქნებოდა იმის გადამოწმება, ფრონტის ხაზზე". - თქვა მაკრონმა Le Figaro-სთან საუბრისას და დაამატა, რომ რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზი პარიზსა და ბუდაპეშტს შორის მანძილის ეკვივალენტია.
ფრანკო-ბრიტანული წინადადების თანახმად, ევროპული ჯარები უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მეორე ფაზაში განლაგდებოდნენ.
"უკრაინის მიწაზე უახლოეს კვირებში ევროპული ჯარები არ იქნებიან". - თქვა მაკრონმა.
"შეკითხვა ის არის, თუ როგორ გამოვიყენებთ ამ დროს, რომ მოვიპოვოთ ზავი მოლაპარაკებებით, რომლებიც კვირების განმავლობაში გაგრძელდება და შემდეგ, როდესაც სამშვიდობო ხელი მოეწერება, მოხდება ჯარების განლაგება". - აღნიშნა მაკრონმა.