ბათუმში საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ღონისძიებას „ბათუმი არენამ“ უმასპინძლა.

ფესტივალი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით ტარდება. მასში საქართველოს 12 რეგიონის 1200-მდე სპორტმენი მონაწილეობს.

ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილე 14-დან 17 წლამდე ასაკის სპორტსმენები ერთმანეთს 3X3 კალათბურთში, ბადმინტონში, თავისუფალ, ბერძნულ-რომაულ, ქართულ და ქვიშის ჭიდაობაში, ძიუდოში, კრივში, მაგიდის ჩოგბურთში, მძლეოსნობაში, მხატვრულ ტანვარჯიშში, ტაეკვონდოში, მინიფეხბურთში, ფრენბურთში,  ჩოგბურთში, ცურვასა და ხელბურთში შეეჯბრებიან.

ფესტივალზე 637 მედალი გათამაშდება – 198 ოქრო, ამდენივე ვერცხლი და 241 ბრინჯაო. ფესტივალის პროგრამაში შემავალი სახეობებიდან ექვსში 2-2 ბრინჯაოს მედალი გაიცემა.