კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში სამბოს ევროპის ჩემპიონატი გაიმართა. საქართველოს სამბოს ახალგაზრდულმა, ჭაბუკთა და კადეტთა ეროვნულმა ნაკრებმა გუნდებმა ევროპის ჩემპიონატზე 18 მედალი მოიპოვეს.
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მოპოვებული მედლებიდან სამი ოქროს, ხუთი ვერცხლისა და ათი ბრინჯაოსია.
ჩემპიონობა კადეტებს შორის ოთარ ქოთოლაშვილმა (-49 კგ), ჭაბუკებს შორის ვიტო ჯაჯანიძემ (-64 კგ) და ნოდო სვანიძემ (+98 კგ) იზეიმეს; ვიცე-ჩემპიონები კადეტებს შორის გიორგი როსტომაშვილი (-53 კგ), გიორგი ჟღერია (-64 კგ) და ნიკოლოზ დგებუაძე (-88 კგ), ახალგაზრდებს შორის კი მიხეილ გაფრინდაშვილი (-71 კგ) და ეკა ზამთარაშვილი (-81 კგ) გახდნენ; ბრინჯაოს მედალს კი კადეტებს შორის მათე ხურციძე (+88 კგ), ჭაბუკებს შორის დავით ვაშაყმაძე (-53 კგ), ანანო კინწურაშვილი (-59 კგ), ნიკა ნანეტაშვილი (-58 კგ), გიორგი მგელიაშვილი (-79 კგ) და ლუკა ნიქაბაძე (-98 კგ), ხოლო ახალგაზრდებს შორის ნინო დარჩია (-54 კგ), გიგა ჯუღელი (-58 კგ), მარიამ სიჭინავა (-59 კგ) და გეგა წვერავა (+98 კგ) დასჯერდნენ.
საქართველოს სამბოს ეროვნული ნაკრები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდა.




