შვეიცარიაში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი ყინულზე ჰოკეიში.
ფინალურ შეხვედრაში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მესამედ გასული შვეიცარია ფინეთს შეხვდა.
უკიდურესად დაძაბული შეხვედრის სამი პერიოდის განმავლობაში მეტოქეებს შაიბა არ გაუტანიათ, ოვერტაიმის მეთერთმეტე წუთზე კი ფინელებმა გამოიჩინეს თავი და ისტორიაში მეხუთედ (1995, 2011, 2019, 2022, 2026) გახდნენ მსოფლიო ჩემპიონები, შვეიცარიელები კი უკვე მეექვსედ დაკმაყოფილდნენ ვერცხლის მედლებით. აღსანიშნავია რომ ექვსიდან სამი ფინალი შვეიცარიელებმა ბოლო სამ ჩემპიონატზე წააგეს (2024 წელს ჩეხებთან 0:2, 2025 წელს ამერიკელებთან 0:1 ოვერტაიმში).
შვეიცარია - ფინეთი 0:1(0:0, 0:0, 0:0)
შეგახსენებთ, რომ მესამე ადგილისთვის მატჩში ნორვეგიამ კანადა დაამარცხა და ისტორიაში პირველად მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატის მედალი.




