სლოვაკეთის ქალაქ ტრენჩინში, უეფას 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩში, საქართველო პორტუგალიას შეხვდა.

საქართველოს ნაკრებისთვის, რომელსაც შემდეგ ეტაპზე გასასვლელად შეხვედრის მოგება ესაჭიროებოდა, შეხვედრა უაღრესად ცუდად დაიწყო. უკვე მესამე წუთზე მსაჯმა, აზერბაიჯანელმა ელჩინ მასიევმა, ბესო ოდიშარია გააფრთხილა უხეში თამაშისთვის, მცირე ხნის შემდეგ კი მომენტის ყურადღებით ნახვა მოისურვა, რის შემდეგაც  ქართველი ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენა.

ამ მომენტმა ქართველი ფეხბურთელები უკიდურესად რთულ სიტუაციაში ჩააყენა და  მიუხედავად დიდი მონდომებისა, პორტუგალიელებმა მათი წინააღმდეგობა პირველ ტაიმშივე გატეხეს, მეორეში კი კიდევ სამი გოლი გაიტანეს და საქართველო დიდი ანგარიშით დაამარცხეს. 

საქართველო - პორტუგალია 0:3(0:1)
გოლები: 24' როდრიგო პინეირო 0:1, 62' ჯოვანი კვენდა 0:2, 88' გუსტავო გომეში 0:3, 90+5' ერნიკე არაუჟუ 0:4
გაძევება: 5' ლაშა ოდიშარია (საქართველო, წითელი ბარათი)

საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა ასეთი შემადგენლობით ჩაატარა:

ლუკა ხარატიშვილი - გიორგი მაისურაძე, ირაკლი იოსებიძე, საბა ხვადაგიანი, ირაკლი აზაროვი (67' საბა მამაცაშვილი) - გიზო მამაგეიშვილი (67' ეგოიანი, ნოდარ ლომინაძე, ოთარ მამაგეიშვილი (85' თორნიკე მორჩილაძე) - ლაშა ოდიშარია - გიორგი კვერნაძე - გიორგი აბუაშვილი (51' ვახო ბედოშვილი)

ჯგუფის მეორე შეხვედრაში საფრანგეთმა პოლონეთს 4:1 მოუგო.

საფრანგეთი - პოლონეთი 4:1(3:0)